რუსმა სამხედროებმა მარიუპოლის თეატრი დაბომბეს, რომელსაც ასობით ადამიანი აფარებდა თავს, მათ შორის ბავშვები.
მარიუპოლის მთავრობის ინფორმაციით, დაღუპების და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.
“დღეს რუსულმა ჯარებმა მიზანმიმართულად და ცინიკურად გაანადგურეს დრამატული თეატრი მარიუპოლის ცენტრში. თვითმფრინავმა ბომბი ჩამოაგდო შენობაზე, სადაც მარიუპოლის ასობით მშვიდობიანი მოქალაქე იმალებოდა. ჯერჯერობით შეუძლებელია ამ საშინელი და არაადამიანური აქტის მასშტაბის შეფასება, რადგან ქალაქში საცხოვრებელი უბნების დაბომბვა გრძელდება“, – ნათქვამია განცხადებაში.
დაბომბვის შემდეგ დრამატული თეატრის ცენტრალური ნაწილი ჩამოინგრა, შენობაში მდებარე თავშესაფრის შესასვლელი კი ნამსხვრევებით გადაიკეტა.