კრემლში აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებას გამოეხმაურენ, რომელმაც ვლადიმერ პუტინს სამხედრო დამნაშავე უწოდა.
დიმიტრი პესკოვის თქმით, ასეთი რიტორიკა დაუშვებელია.
“მიუღებლად და უპატიებლად მიგვაჩნია იმ ქვეყნის მეთაურის ასეთი რიტორიკა, რომლის ბომბებით ასობით ათასი ადამიანი დაიღუპა“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს დღეს სამხედრო დამნაშავე უწოდა. კითხვაზე, მზად არის თუ არა პუტინს სამხედრო დამნაშავე უწოდოს, აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა: “მე ვფიქრობ, რომ ის სამხედრო დამნაშავეა“.