spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ელჩის ინფორმაციით, ბარსელონაში ტერაქტის შედეგად მოლდოვას მოქალაქეები არ დაშავებულან

მადრიდი: წინასწარი ინფორმაციით, ბარსელონაში ტერაქტის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა შორის მოლდოვას მოქალაქეები არ არიან. ამის შესახებ Front News-ს ესპანეთში მოლდოვას ელჩმა ვიოლეტა აგრიჩიმ განუცხადა.

 

“ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ამ დროისთვის ტერაქტის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა შორის მოლდოვას მოქალაქეები არ არიან, ჩვენ მუდმივ კონტაქტზე ვიქნებით ხელისუფლებასთან, მუშაობს საელჩოს ცხელი ხაზი და ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია დამხარების თხოვნა ან ინფორმაციის მოწოდება”, – აღნიშნა ელჩმა.

 

მისივე თქმით, მოლდოვას ხელისუფლება გმობს მომხდარს და დაღუპულთა ოჯახებს, ესპანელ ხალხს და მთავრობას სამძიმარს უცხადებს.

 

17 აგვისტოს ბარსელონაში, რამბლის ქუჩაზე, სატვირთო ავტომანქანა ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა. ესპანეთის პოლიცია მომხდარს ტერაქტად აფასებს. ბოლო ინფორმაციით, დაღუპულია 13 და დაშავებულია 100-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის 15-ის მდგომარეობა მძიმეა.

 

თვითმხილველების თქმით, ავტომანქანა ზიგზაგისებურად მოძრაობდა, რათა რაც შეიძლება მეტი ადამიანი დაეშავებინა.

 

პოლიციამ გამოაქვეყნა პირის ფოტო და მონაცემები, რომელიც თითქოს ფურგონს მართავდა, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ მამაკაცი პოლიციაში თავად გამოცხადდა და განაცხადა, რომ საბუთები მოპარეს. უცხოური მედიის ცნობით, საბუთების მოპარვაში ეჭვმიტანილი მისი 17 წლის ძმაა, რომელიც ბარსელონაში ცხოვრობს და ტერაქტთან ნამდვილად აქვს კავშირი. მუსა უკაბირს საფრანგეთის მოქალაქეობა აქვს.

 

არსებული ინფორმაციით, ტერაქტში ეჭვმიტანილი ერთი პირი ლიკვიდირებულია, ორი კი პოლიციამ დააკავა, თუმცა ფურგონის მძღოლი ამ დრომდე დაკავებული არ არის.

 

მომხდარზე პასუხისმგებლობა “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები