spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ევროკავშირი მიხეილ სააკაშვილის მიერ უკრაინის საზღვარზე გადასვლის საკითხს გამოეხმაურა

კიევი: ევროკავშირის ელჩი უკრაინაში ჰიუ მინგარელი აცხადებს, რომ უკრაინელი პოლიტიკოსის და საქართველოს მესამე პრეზიდენტის საზღვარზე შესვლის საკითხი უკრაინის შიდა საქმეა და ეს არანაირ გავლენას არ მოახდენს უკრაინის ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე. ამის შესახებ ელჩმა Front News International-ს განუცხადა.

 

“ეს უკრაინის შიდა საქმეა, ამიტომ ჩვენ არ უნდა ჩავერიოთ ამ საკითხში”, – განაცხადა მინგარელიმ.

 

მისივე თქმით, ის, რაც უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე მოხდა, როდესაც ადამიანებმა უკრაინელი მესაზღვრეების შემოწმების გარეშე უკრაინის ტერიტორიაზე შესვლა შეძლეს, უკრაინისთვის უვიზო რეჟიმზე რაიმე გავლენას ვერ მოახდენს.

 

“არ მივიჩნევ, რომ ეს სიტუაცია რაიმე სახით აისახება ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე”, – აღნიშნა მან.

 

10 სექტემბერს მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ტერიტორიაზე სასაზღვრო კონტროლის გავლის გარეშე აღმოჩნდა. ის საზღვარზე მხარდამჭერებმა გადაიყვანეს, რომლებმაც კორდონი გაარღვიეს. ამას წინ უძღოდა მესაზღვრეებსა და აქტივისტებს შორის შეტაკება, რომლის დროსაც უკრაინის პოლიციის ინფორმაციით, 11 პოლიციელი დაშავდა. ასევე დაშავებულია ეროვნული გვარდიის 12 მებრძოლი და 5 მესაზღვრე.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები