კიევი: 1 ნოემბერს უკრაინის საზღვარზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავა დააკავეს.
Front News-ის წყაროს ინფორმაციით, ქარდავა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ივანო ფრანკოვსკიში აიყვანეს.
როგორც Front News-ს უკრაინაში საქართველოს ელჩმა გელა დუმბაძემ განუცხადა, ქარდავას დაკავების შესახებ მან თბილისიდან შეიტყო.
“ყველა დეპარტამენტს და სამსახურს დავავალე ინფორმაცია გადაამოწმონ”, – განაცხადა დუმბაძემ.
მეგის ქარდავა ინტერპოლის წითელი ცირკულარით ქართული მხარის მოთხოვნით იძებნებოდა. მას დაუსწრებლად თავისუფლების ცხრა წლით აღკვეთა აქვს შეფარდებული.