spot_img
spot_imgspot_img
spot_img

საქართველოში უკრაინელი ქალი დააკავეს, რომელიც საკუთარ 11 წლის ქალიშვილთან ერთად პორნოს იღებდა

თბილისი: უკრაინელი ქალი, რომელსაც ინტერპოლი საკუთარ არასრულწლოვან ქალიშვილთან გადაღებული სექსუალური ხასიათის ვიდეოსთვის ეძებდა, საქართველოში დააკავეს და უკრაინაში ექსტრადაციისთვის ამზადებენ.

 

როგორც Front News-სთვის გახდა ცნობილი, რამდენიმე კვირის წინ უკრაინის მოქალაქე ტეტიანა ჩ, რომელზეც საერთაშორისო ძებნა იყო გამოცხადებული, ქუთაისში დააკავეს.

 

ქალი საფრანგეთის მოქალაქე მამაკაცთან და საკუთარ 11 წლის ქალიშვილთან ერთად ცხოვრობდა. ქალი პერიოდულად ინტიმურ ურთიერთობაში შედიოდა არასწრულწლოვან ქალიშვილთან, რასაც მამაკაცი იღებდა.

 

წყვილის ქმედების თაობაზე მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც საფრანგეთის მოქალაქეს ნოუთბუქი დაუზიანდა და შესაკეთებლად მიიტანა. სერვისცენტრში ბავშვის მონაწილეობით სექსუალური ხასიათის ვიდეოები აღამოჩინეს და სამართალდამცველებს შეატყობინეს. მამაკაცი მალევე საფრანგეთში დააკავეს.

 

Front News-ის ინფორმაციით, მამაკაცი ვიდეოებს პორნოსაიტებისთვის იღებდა. მისი ჩვენების საფუძველზე საფრანგეთმა ინტერპოლს ქალზე საერთაშორისო ძებნის გამოცხადება თხოვა.

 

იქედან გამომდინარე, რომ ქალი უკრაინის მოქალაქე, მას სწორეს უკრაინაში გაასამართელებენ. საქართველოდან მისი ექსტრადიცია კი სავარაუდოდ, მომავალ კვირაში განხორციელდება.

 

ბავშვი ამჟამად უკრაინაში ბებიასთან ერთად ცხოვრობს. მოხდა თუ არა მისი დაკითხვა, უცნობია.

 

დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში ქალს უკრაინის კანონმდებლობით 3-დან 15 წლამდე პატიმრობა ელოდება. 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები