spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

21-22 აგვისტოს საქართველოს ტერიტორიაზე ჰაერის ტემპერატურის მომატებაა მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 21-22 აგვისტოს საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მომატება.

დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის ტემპერატურამ შესაძლებელია 37-39 გრადუსს გადააჭარბოს, ხოლო მთიან რაიონებში 35-37 გრადუსს მიაღწიოს.

აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 33-38 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.

“ჰაერის მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურა ტყის ხანძრების ერთ-ერთ ხელშემწყობ პირობას წარმოადგენს. (საფრთხის დონე საშუალო)” – აღნიშნავენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები