spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ექსპერტი – არჩევნების წინ პუტინი ცდილობს “მშვიდობისმყოფელის” იმიჯი შეიქმნას

კიევი: რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე ცდილობდა არჩევნების წინ მშვიდობისმყოფელის იმიჯი შეექმნა. ამის შესახებ Front News-თან საუბრისას პოლიტოლოგმა ვლადიმერ ფესენკომ განაცხადა.

 

“პირველი, რაც მხედველობაში უნდა მივიღოთ: ეს იყო წინასაარჩევნო პრესკონფერენცია. პუტინის ყველა განცხადება მის იმიჯზე მოქმედებს. ადრე არჩევნები არ იყო, ახლა ის გამოდის მშვიდობისმყოფელის როლში, რომელიც სირიიდან ჯარს გაიყვანს”, – განაცხადა ფესენკომ.

 

მისივე თქმით, პუტინი ფაქტებს მისთვის მომგებიანი ფორმით ფარავს.

 

“მაგალითად, მისი განცხადება უკრაინის საკითხზე – მის ხალხზე, მშვიდობისმყოფელებზე, ტყვეების გაცვლაზე – ყველაფერი ტყუილია. ამაში მხოლოდ 15%-ია სიმართლე, დანარჩენი კი – მისთვის მომგებიან ფორმატში ფაქტების დაფარვაა”, – განაცხადა ექსპერტმა.

 

14 დეკემბერს მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მე-13 ყოველწლიური პრესკონფერენცია გაიმართა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები