კიევი: ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი სააპელაციო სასამართლოს მიერ სხდომის კიდევ ერთხელ გადადებას პროცესის გაჭიანურებად მიიჩნევს. ამის შესახებ Front News-ს ადვოკატმა პაველ ბოგომაზოვმა განუცხადა.
კიევის სააპელაციო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის საქმის განხილვა კოლეგიის ერთ-ერთი მოსამართლის ოჯახური მდგომარეობის მოტივით გადადო.
“იმედია, ადამიანები ჯერ კიდევ არ დაცემულან იქამდე, რომ ისეთი საკითხით მანიპულირება მოახდინონ, როგორიც სიკვდილია, რათა სხდომა კიდევ ერთხელ გადადებულიყო. ამიტომ დავიჯერეთ, რომ ერთ-ერთ მოსამართლეს ასეთი მდგომარეობა აქვს და სხდომაგადაიდო”, – განაცხადა ადვოკატმა.
კიევის სააპელაციო სასამართლოში მორიგი სხდომა 22 იანვარს გაიმართება. მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ უკრაინის ხელისუფლების დავალებით, სასამართლო მის წინააღმდეგ მთავარ გადაწყვეტილებას სწორედ 22 იანვარს მიიღებს, მეორე დღეს კი ქვეყნიდან გააძევებენ.