კიევი: ამ დროისთვის უკრაინა და საქართველო ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის ექსტრადაციის შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებენ, თუმცა პოლონეთში დეპორტაციის შესაძლებლობა არსებობს. ამის შესახებ Front News-ს ინფორმირებულმა წყარომ აცნობა.
“თუ უახლოესი ორი საათის განმავლობაში უკრაინული მხარე საქართველოს პროკურატურისგან მიხეილ სააკაშვილის ექსტრადაციის დადასტურებას არ მიიღებს, მისი პოლონეთში დეპორტაცია განხორციელდება”, – განაცხადა წყარომ.
მიხეილ სააკაშვილი დღეს კიევში, რესტორან “სულგუნში” დააკავეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს. არსებობს ვარაუდი, რომ დღეს შესაძლოა, მისი დეპორტაცია განხორციელდეს და ის აეროპორტშია გადაყვანილი. სააკაშვილის მომხრეები აცხადებენ, რომ აეროპორტ “ჟულიანის” ბლოკირებას მოახდენენ.