კიევი: გია გეწაძემ უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება დაწერა. ამის შესახებ ინფორმაცია Front News-ს იუსტიციის სამინისტროს წყარომ დაუდასტურა.
თავად გეწაძე თანამდებობის დატოვების შესახებ ინფორმაციას არც უარყოფს და არც ადასტურებს.
გია გეწაძე უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობას 2015 წლის 4 თებერვლიდან იკავებს.