spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ხატია დეკანოიძე – მნიშვნელოვანია, ჩვენი სამშობლო გავიდეს სამშვიდობოს, ნებისმიერი ეგოცენტრულობა და პირადი კინკლაობა არის მეორეხარისხოვანი

ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენი სამშობლო გავიდეს სამშვიდობოს 26 ოქტომბერს. ნებისმიერი ეგოცენტრულობა და პირადი კინკლაობა არის მეორეხარისხოვანი, – ამის შესახებ ბრიფინგზე ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომელიც დღეიდან “ნაციონალური მოძრაობის” ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე იქნება.

მისი თქმით, ქვეყანა არის უმძიმესი საფრთხის ქვეშ და ნებისმიერი პოლიტიკოსი უნდა დადგეს ყოველგვარ ეგოცენტრულობაზე მაღლა.

“რა თქმა უნდა, კონსულტაციები პირველ რიგში იყო მიხეილ სააკაშვილთან, კობასთან, ყველა იმ ადამიანთან რომელსაც მე ძალიან დიდი ხანია, ვიცნობ და ბევრი გზა გვაქვს ამ ადამიანებთან ერთად გამოვლილი, ბევრი გამარჯვება გვაქვს და მინდა შევახსენო ყველას ქუთაისის გამარჯვება.

ქვეყანა არის უმძიმესი საფრთხის ქვეშ. დღეს “ქართულმა ოცნებამ” გამოაცხადა ძალიან მარტივი რამ, რომ თუ გაიმარჯვებს ქართული ოცნება, მაშინ ისინი გააუქმებენ პარტიებს, გააუქმებენ არასამთავრობო ორგანიზაციებს და ქვეყანა წავა დიქტატურისკენ. ამიტომ, ნებისმიერ შემთხვევაში, ნებისმიერი პოლიტიკოსი უნდა დადგეს ყოველგვარ ეგოცენტრულობაზე მაღლა, საკუთარ თავზე ფიქრზე და რა თქმა უნდა, ჩემი მხრიდანაც იმ პლატფორმაზე დაბრუნება, საიდანაც ბრძოლა მე რამდენიმე წლის წინ დავიწყე, არის მე ვფიქრობ, ძალიან ბუნებრივი.

მე ვხედავ ჩემს ფუნქციას პირველ რიგში, ბრძოლაში ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. ეს არის ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი. მე ვხედავ ჩემს ფუნქციას, ბრძოლას იმაში, რომ ყველა იყოს ერთიანი, მეტ-ნაკლებად, ის ადამიანები, ვისაც ვიცნობთ კარგად, მაგრამ შეიძლება არ ვეთანხმებით. ამიტომ დარწმუნებული ვარ გამარჯვებაში. დიდი მადლობა მიხეილ სააკაშვილს. მინდა, კობას და ჩემს მეგობრებს დიდი მადლობა ვუთხრა. თინას (ბოკუჩავა) ძალიან დიდი ხანია, ვიცნობ, ძალიან დიდი მხარდაჭერით მის მიმართ ამ ძალიან მძიმე ბრძოლაში და დარწმუნებული ვარ, თითოეული ჩვენგანი ნებისმიერი შემთხვევისთვის, ნებისმიერი ბრძოლისთვის მზადაა. ჩემი პირადი კეთილდღეობა არ ნიშნავს არაფერს, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენი სამშობლო გავიდეს სამშვიდობოს 26 ოქტომბერს. ნებისმიერი ეგოცენტრულობა და პირადი კინკლაობა არის მეორეხარისხოვანი“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ხატია დეკანოიძემ “ნაციონალური მოძრაობა“ 2023 წლის მარტში დატოვა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები