spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

უკრაინის გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგის შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან დღემდე აგრესორის დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.   

 

გენშტაბის ინფორმაციით, რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 14 200 სამხედრო დაკარგა. 

 

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02-დან 18.03-მდე:  

 

ტანკები – 450, ჯავშანტექნიკა – 1 448, საარტილერიო სისტემები – 205, MLRS (მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა) – 72, საჰაერო თავდაცვის სისტემები – 43, თვითმფრინავი – 93, ვერტმფრენები – 112, საავტომობილო ტექნიკა – 879, მსუბუქი ჩქაროსნული ნავი – 3, ავზები საწვავით და საპოხი მასალებით – 60, ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 12, სპეციალური ტექნიკა – 11.   როგორც უკრაინის გენშტაბში აცხადებენ, უფრო ზუსტი მონაცემების აღრიცხვას მიმდინარე აქტიური საბრძოლო მოქმედებები ართულებს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები