spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლელა ჯეჯელავა – მთელი ქვეყნის დიპლომატია და უსაფრთხოება ბიძინა ივანიშვილის მიმართ არსებული საფრთხეების განეიტრალებაზე მუშაობს

მთელი ქვეყნის დიპლომატია და  უსაფრთხოება მუშაობს ბიძინა ივანიშვილის მიმართ არსებული საფრთხეების განეიტრალებაზე, – ამის შესახებ Front  News-ს  “ეთნიკურ და კონფესიურ ურთიერთობათა ცენტრის” ხელმძღვანელმა,  ანალიტიკოსმა ლელა ჯეჯელავამ განუცხადა. 

 

მისივე განმარტებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების  დღის წესრიგში   დასავლეთთან ინტეგრაცია  პირველ ადგილზე რომ არ დგას,  ცხადად ჩანს მათი, მათ შორის  პრეზიდენტის ვიზიტების მიმართებით გაკეთებული განცხადებებიდან. 

 

“ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი პრეზიდენტი „პარტიზანულად“ იმყოფებოდა ბრიუსელსა და პარიზში, ჩვენი ევროკავშირში გაწევრიანების საკითხთან დაკავშირებით და მას არ ჰქონდა ხელისუფლების ლეგიტიმაცია,  ეს ხომ ხელისუფლებამ თავად განაცხადა, რომ ბრიუსელსა და პარიზში პრეზიდენტის ვიზიტი არ იყო მათთან შეთანხმებული და პრეზიდენტი მოქმედებდა  მოქმედებდა მთავრობის ნების წინააღმდეგ. ამით მათ პირდაპირ გვითხრეს, რომ დასავლეთთან ურთიერთობა და მასთან ინტეგრაცია  არ არის მათი დღის წესრიგის პრიორიტეტი, ამაზე მკაფიო პასუხი როგორ უნდა გაგვცენ?!“- განაცხადა ჯეჯელავამ.  

 

მისივე თქმით, ივანიშვილის უსაფრთხოების მიზნით, პრეზიდენტი დასავლეთს „ეკეკლუცება“, პრემიერი კი რუსეთთან „ალაგებს“. 

 

“ხელისუფლება მოქმედებს მხოლოდ და მხოლოდ ერთი ადამიანის პერსონალური და ფინანსური უსაფრთხოების შენარჩუნებისთვის.  ეს გახლავთ ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც ძალიან დიდი შიში აქვს, რომ არ გაიზიაროს რუსი მილიარდების,  ფრიდმანის, დერიპასკას, აბრამოვიჩის  და სხვა მისი ყოფილი მეგობრების ბედი, რომლებიც ფაქტობრივად,  აეროპორტიდან აეროპორტში „ბომჟებივით“ გადადიან და ყველა ქვეყანა უარს ეუბნება მიღებაზე. მას რასაკვირველია, ეს საფრთხე ემუქრება, ამიტომ მთელი ქვეყნის დიპლომატია და უსაფრთხოება მხოლოდ ამ მიმართულებით მუშაობს,  რომ გაანეიტრალონ ეს საფრთხეები, ამიტომ პრეზიდენტი „ეკეკლუცება“ დასავლეთს და პრემიერ-მინისტრი „ალაგებს“ რუსეთთან, ეს არის შინაარსი დღეს ჩვენი პოლიტიკისა. სინამდვილეში, ეს ვერც ბიძინა ივანიშვილს გადაარჩენს და ქვეყანასაც ძალიან დააზიანებს, თუ ჩვენ არ გვექნება მკაფიო და გამოკვეთილი პოზიცია, სად ვხედავთ ჩვენს, ადგილს რკინის ფარდის აქეთ თუ რკინის ფარდის იქეთ“, – განაცხადა ლელა ჯეჯელავამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები