უკრაინის უმაღლესმა რადამ მხარი დაუჭირა რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის და მისი შვილობილი ორგანიზაციების აკრძალვას უკრაინაში.
კანონის მიღებას 265-მა სახალხო დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
კანონი მისი გამოქვეყნებიდან 30 დღეში შედის ძალაში. ამასთან, ერთ-ერთი პუნქტით, მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის თემებს რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან კავშირების გასაწყვეტად ცხრათვიანი ვადა მიეცემათ.