spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ბორჯომში საბავშვო ბაღის შერჩევა მიმდინარეობს, რომელიც მზის ენერგიის პანელებით აღიჭურვება

ბორჯომის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღის შენობის  შერჩევა მიმდინარეობს, რომელზეც განთავსდება მზის ენერგიის პანელები, გამომუშავებული ელექტრო ენერგიით ისარგებლებს გაერთიანებაში შემავალი საბავშვო ბაღები.

“საქართველოს სოფლის მდგრადი განვითარების ხელშეწყობის (ENPARD III)” პროგრამის ფარგლებში, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ გრანტის სახით 99 000 ლარი მოიპოვა.  

 

“ამ ეტაპზე მიმდინარეობს საბავშო ბაღის შენობის შერჩევის პროცესი პანელების განსათავსებლად და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება, უახლოეს პერიოდში გამოცხადდება ელექტრონული ტენდერი მზის ენერგიის პანელების შესყიდვაზე”, – განაცხადა ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილების უფროსმა ნინო გიუაშვილმა.

 

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში,  მოხდება ელექტრო ენერგიის მიწოდება მზის ენერგიის ხარჯზე, რაც  ხელს შეუწყობს სახელმწიფო სახსრების დაზოგვას და შეამცირებს გარემოზე უარყოფით ზემოქმედებას.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები