spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნოდარ ხარშილაძე – ძალიან მკაფიოდ არის კურსი რუსეთთან დაახლოებაზე და ეს ამ ყველაფრის ნაწილია

ჯარი ამათ არ სჭირდებათ და შესაბამისად, რუსეთთან შეერთებაც გულისხმობს იმას, რომ დასუსტდეს ჩვენი ინსტიტუტები და მათ შორის, ქართული ჯარიც, – ამის შესახებ “საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის” დამფუძნებელმა ნოდარ ხარშილაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, “ქართული ოცნება” დღეს რუსეთს საქართველოს სუვერენიტეტის მტრად არ აღიქვამს.

“არ აღიქვამენ ესენი რუსეთს, როგორც  სახელმწიფოს,  რომელიც საქართველოს სუვერენიტეტს ემუქრება. ისინი ასეთად დასავლეთს აცხადებენ დღეს, ამერიკას და ევროკავშირს – ჩვენს მეგობრებს ამიტომ, რუსეთთან დაახლოება ბუნებრივია. ალტერნატივა ხომ ეს არის – ან რუსეთი, ან დასავლეთი.

ძალიან მკაფიოდ არის კურსი რუსეთთან დაახლოებაზე და ეს ამ ყველაფრის ნაწილია. ისევ ვბარდებით რუსეთს “ქართული ოცნების” პირობებში.

ჯარი ამათ არ სჭირდებათ და შესაბამისად, რუსეთთან შეერთებაც გულისხმობს იმას, რომ დასუსტდეს ჩვენი ინსტიტუტები და მათ შორის, ქართული ჯარიც”, – განაცხადა ნოდარ ხარშილაძემ.

თავისუფლების ინსტიტუტის (Liberty Institute) ინფორმაციით, საქართველოს ხელისუფლებამ ქართული ჯარისთვის 2024 წლის ივნისში, ტენდერის გამოცხადების გარეშე, რუსული ზეთი ЭФКО შეიძინა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები