საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინაში ორი ქართველი მებრძოლის გარდაცვალების ფაქტს ოფიციალურად ადასტურებს.
როგორც საგარეო უწყებაში აცხადებენ, უკრაინაში დაღუპული საქართველოს მოქალაქეების – გია ბერიაშვილისა და დავით რატიანის სამშობლოში გადმოსვენებას სახელმწიფო უზრუნველყოფს.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქართველოს საელჩოს დაწყებული აქვს შესაბამისი პროცედურები.