24 თებერვლიდან 18 მარტამდე უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხუთი რუსი გენერალი მოკლეს. დროის ასეთ პერიოდში რუსეთის ფედერაციის უმაღლეს სარდლობის ამდენი წარმომადგენელი მეორე მსოფლიო ომის დროსაც არ დაუკარგავს, – ამის შესახებ უკრაინის შს მინისტრის მრჩეველმა ვადიმ დენისენკომ განაცხადა.
დღემდე ლიკვიდირებული რუსი გენერლების სია ასე გამოიყურება:
მაგომედ თუშაევი – გენერალ-მაიორი, კადიროვის “ამხანაგი”, რომელიც უკრაინაში მან გაგზავნა. მოკლეს 26 თებერვალს გოსტომელთან;
ოლეგ მიტიაევი – გენერალ-მაიორი, ელიტარული 150-ე მოტომსროლელი დივიზიის მეთაური. ლიკვიდირებულია “აზოვის” მიერ 15 მარტს. სწორედ მისი ჯგუფია პასუხისმგებელი მარიუპოლის მცხოვრებთა სიკვდილსა და ტანჯვაზე;
ანდრეი მორდვიჩევი – გენერალ-ლეიტენანტი, რუსეთის ფედერაციის სამხრეთ სამხედრო ოლქის მე-8 არმიის მეთაური. მოკლეს 19 მარტს ჩერნობაევკაში;
ვიტალი გერასიმოვი – გენერალ-მაიორი, შტაბის უფროსი და რუსეთის ცენტრალური სამხედრო ოლქის 41-ე არმიის მეთაურის პირველი მოადგილე. ხარკოვის დამცველებმა გმირი ქალაქის მცხოვრებლებს საჩუქარი გაუკეთეს და ის 7 მარტს გაანადგურეს;
ანდრეი კოლესნიკოვი – გენერალ-მაიორი, რუსეთის ფედერაციის აღმოსავლეთ სამხედრო ოლქის 29-ე არმიის მეთაური. მისი გარდაცვალების შესახებ 11 მარტს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის მრჩეველმა ანტონ გერაშჩენკომ განაცხადა.