spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მიხეილ სააკაშვილს 3 წლით უკრაინაში შესვლა აეკრძალა

კიევი: უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურმა ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს მიხეილ სააკაშვილს, რომლის დეპორტაცია პოლონეთში 12 თებერვალს განხორციელდა, უკრაინაში შესვლა სამი წლით აეკრძალა. ამის შესახებ Front News-ს სააკაშვილის ადვოკატმა რუსლამ ჩერნოლუცკიმ განუცხადა.

 

“მიხეილ სააკაშვილს უკრაინაში შესვლა 3 წლით აეკრძალა”, – აღნიშნა მან.

 

შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ტერიტორიაზე შესვლას 2021 წლის 13 მარტამდე ვერ შეძლებს.

 

მიხეილ სააკაშვილი კიევში 12 თებერვალს დააკავეს, იმავე დღეს მისი პოლონეთში დეპორტაცია განხორციელდა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები