spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლელა ჯეჯელავა – უნდა ვიცოდეთ, ხელისუფლებას რა მექანიზმების ამოქმედება შეუძლია რუსეთის აგრესიისგან დასაცავად ამ რთულ მომენტში

ასე არ შეიძლება იქცეოდეს ხელისუფლება, რომელსაც ეკისრება პასუხისმგებლობა უკიდურესად რთულ და ექსტრემალურ სიტუაციაში ქვეყნის ბედსა და მის მომავალზე, ინფანტილური ძახილი, რომ „აბა, ომი გინდათ“, ნიშნავს იმას,  რომ ხელისუფლებას საერთოდ არ აქვს  არგუმენტები და პასუხები,  – ამის შესახებ Front  News-ს  “ეთნიკურ და კონფესიურ ურთიერთობათა ცენტრის” ხელმძღვანელმა,  ანალიტიკოსმა ლელა ჯეჯელავამ განუცხადა. 

 

მისივე თქმით, უნდა ვიცოდეთ, ხელისუფლებას რა მექანიზმების ამოქმედება შეუძლია რუსეთის აგრესიისგან დასაცავად,  რადგან „ბაბაიას“ ძახილი გამოსავალი არ არის. 

 

“თუ აქვს გააზრებული ხელისუფლებას, რომ ამჟამად მიმდინარეობს ახალი საერთაშორისო უსაფრთხოების არქიტექტურის შექმნის პროცესი და სად ვართ ამ პროცესში ჩვენ? რა ადგილას წარმოგვიდგენია თავი და რა ნაბიჯებს ვდგამთ. ეს არის უცნობი, თუ ეს გვეცოდინება, ამაზე შეიძლება ვიმსჯელოთ და შევთანხმდეთ საზოგადოება.

 

უნდა ვიცოდეთ, ხელისუფლებას რა მექანიზმების ამოქმედება შეუძლია რუსეთის აგრესიისგან დასაცავად ამ რთულ მომენტში,  „ბაბაიას“ ძახილი არ არის გამოსავალი. 

 

უკრაინა მაქსიმალურად აკავებს ამ ეტაპზე ჩვენსკენ მომავალ საფრთხეებსაც, მაგრამ ჩვენ უნდა ვიცოდეთ უარეს შემთხვევაში, თუ საერთაშოერისო საზოგადოებას გაუჭირდება ამ საფრთხეების შეკავება, რაც ახლა მოდის რუსეთიდან, ჩვენ რა ავტონომიური მექანიზმების ჩართვა და გამოყენება შეგვიძლია“, – განაცხადა ლელა ჯეჯელავამ. 

 

ექსპერტის შეფასებით, ეს ხელისუფლებას კარგად არ აქვს გააზრებული შექმნილი სიტუაცია და რეალურ პრობლემაზე საუბარს  წარსულზე აპელირებით თავს არიდებს.    

 

“მას შემდეგ,  რაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ყველა თავის განცხადებაში ხაზს უსვამენ,  რომ რუსეთმა უნდა სასწრაფოდ გამოიყვანოს ჯარები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, ჩვენ არ გვესმის ამ დროს ხელისუფლების ხმა, თუ არ ეთანხმებიან ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, მაშინ  უნდა გვითხრან,  რატომ. 

 

ყველაზე მძიმე ისაა, რომ ხელისუფლებას არ ესმის, რომ ომში უკვე ვართ. არა მარტო ჩვენ, ომში არის მთელი სამყარო ჩართული, ინფანტილური ძახილი, რომ „აბა, ომი გინდათ“, ნიშნავს იმას,  რომ ხელისუფლებას საერთოდ არ აქვს  არგუმენტები და დასმულ კითხვებზე პასუხები. ამ კრიზისულ ვითარებაში,  როდესაც ხელისუფლება იწყებს საუბარს იმაზე,  რა ხდებოდა 18 წლის წინ, და  ასე იქცევიან ღრმა დემენციით შეპყრობილი ავადმყოფები, რომლებიც მუდმივად იმეორებენ თავისი ცხოვრების გასულ ეპოზოდებს, ასე არ შეიძლება იქცეოდეს ხელისუფლება, რომელსაც ეკისრება პასუხისმგებლობა უკიდურესად რთულ და ექსტრემალურ სიტუაციაში ქვეყნის ბედსა და მის მომავალზე. ეს ხელისუფლებას კარგად არ აქვს გააზრებული და ომში შეიძლება დამარცხდე ტყვიის გაუსროლალადაც. 

 

ამიტომაც, ახლა  ჩვენი შეფასებები კი არ არის მთავარი, ხელისუფლება კარგია თუ ცუდია, მთავარია  მათი პასუხები იმ გამოწვევებზე,  რომელიც ჩვენს წინაშე დგას  და ჩვენ ეს პასუხები არ გვაქვს, ამიტომ ჩვენ კი არ ვაფასებთ ხელისუფლებას კრიტიკულად, ხელისუფლება თვითონ აფასებს საკუთარ თავს, და უნდა გითხრათ, რომ არც თუ სახარბიელოდ გამოიყურებიან“, – განაცხადა ლელა ჯეჯელავამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები