ქართული ავიაკომპანია Georgian Airways თბილისიდან რუსეთის კიდევ ერთ ქალაქში – ნოვოსიბირსკში იფრენს.
ავიაკომპანიის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ფრენები 28 სექტემბრიდან დაიწყება და კვირაში ორჯერ შესრულდება.
ამ ეტაპზე Georgian Airways თბილისიდან მოსკოვისა და სანქტ-პეტერბურგის მიმართულებით დაფრინავს.
ავიაკომპანია Georgian Airways და მისი მფლობელი თამაზ გაიაშვილი რუსეთში ფრენების დაწყების გამო უკრაინის მიერ სანქცირებულია.