უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმერ ზელენსკის განცხადებით, ის, რაც ოკუპანტებმა მარიუპოლს გაუკეთეს, არის ტერორი, რომელიც საზოგადოებას საუკუნეების შემდეგაც ემახსოვრება.
“ბლოკადაში მოქცეული მარიუპოლი შევა პასუხისმგებლობის ისტორიაში სამხედრო დანაშაულებისთვის. ის, რაც ოკუპანტებმა მშვიდობიან ქალაქს გაუკეთეს, არის ტერორი, რომელიც ემახსოვრებათ საუკუნეების შემდეგაც. და რაც უფრო მეტს ეუბნებიან ამის შესახებ უკრაინელები მსოფლიოს, მით უფრო მეტი მხარდაჭერა გვაქვს ჩვენ. რაც უფრო მეტ ტერორს მიმართავს რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ, მით უარესი შედეგები დგება მისთვის“, – განაცხადა ზელენსკიმ.
მიმდინარე კვირას მარიუპოლის საქალაქო საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილემ განაცხადა, რომ ალყაშემორტყმულ ქალაქში რუსეთის ძალების დარტყმების შედეგად დაუზიანებელი არც ერთი შენობა აღარ დარჩა. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, რუსეთი ბლოკავს სასაფლაოებს, რის გამოც გარდაცვლილებს ცენტრალურ პარკში, საერთო სასაფლაოებში კრძალავენ. ქალაქში მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობაა შექმნილი.
ქალაქის მერის თქმით, რუსებმა მარიუპოლში უკრაინელი ხალხის გენოცი მოაწყვეს.