რუსმა დამპყრობლებმა კიევზე შეტევის დროს სატანკო პოლკი დაკარგეს, – ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
“კიევზე თავდასხმის მორიგი მცდელობისას დამპყრობლებმა დაკარგეს მე-6 სატანკო პოლკის გაერთიანებული რაზმი. უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების აქტიური მოქმედების წყალობით, გარკვეული მიმართულებები მტერი საკუთარი ქვედანაყოფებისთვის საწვავის და საკვების მიწოდებას ვეღარ ახერხებს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.