spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნიკა ჩიტაძე – ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით არანაირი ნაბიჯი არ გადაიდგმება, თუ “ქართული ოცნება” შეინარჩუნებს ხელისუფლებას

ეს არის მორიგი ტყუილი “ქართული ოცნების” მხრიდან. საქართველოს ძალიან დიდი ტერიტორია რუსეთმა დაიკავა სწორედ “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ. ვგულისხმობ, ე.წ. ბორდერიზაციის პროცესს, – ამის შესახებ Front News-თან პოლიტოლოგმა ნიკა ჩიტაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, თუ “ქართული ოცნება” ამ არჩევნებზე ხელისუფლებას შეინარჩუნებს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ნაბიჯი არ გადაიდგმება.

“ეს არის მორიგი ტყუილი “ქართული ოცნების” მხრიდან. 12 წელია, ისინი ხელისუფლებაში არიან და არანაირი ნაბიჯი არ გადადგმულა  იმისკენ, რომ რაიმე სახის წინსვლა ჰქონდეს ადგილი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით, მეტიც, საქართველოს ძალიან დიდი ტერიტორია რუსეთმა დაიკავა სწორედ “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ. ვგულისხმობ, ე.წ. ბორდერიზაციის პროცესს, როდესაც საოკუპაციო ხაზის ახალ ადგილზე დაფიქსირება მოხდა.

გარდა ამისა, 12 წლის განმავლობაში,  საქართველოს 2 ათასზე მეტი მოქალაქე გაიტაცეს მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენლების და რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ. აქედან გამომდინარე, ძალიან კარგად ვხედავთ ჩვენ, რომ ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით არანაირი ნაბიჯი არ არის გადადგმული და ვერც გადაიდგმება, თუ “ქართული ოცნება” შეინარჩუნებს ხელისუფლებას”, – განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.

“ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს განცხადებით, “ქართულ ოცნებას” ესაჭიროება საკონსტიტუციო უმრავლესობა, რათა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის აუცილებელ საკონსტიტუციო ცვლილებებს ვერავინ შეუქმნას დაბრკოლება”.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები