spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ბორჯომში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღინიშნა

ბორჯომში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღინიშნა.

 

ბორჯომის დღის ცენტრის ორგანიზებით „თებეს“ ბენეფიციარებს სადღესასწაულო განწყობა ბორჯომის კულტურისა და ხელოვნების ცენტრთან არსებულმა ბავშვთა ვოკლაურმა ანსამბლმა, ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა და სოლო მომღერლებმა შეუქმნეს.

 

ბორჯომის დღის ცენტრის ბენეფიციარებს დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე მიულოცა ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა ოთარ არბოლიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ზაალიშვილმა, მერის მოადგილემ იოსებ რაზმაძემ და ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლებმა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ დღის ცენტრის მეგობრები,მათ თებეს ბენეფიციარებს საჩუქრები გადასცეს და დღის ცენტრისადმი მხარადჭერა კიდევ ერთხელ გამოხატეს.

 

კონცერტის დასრულების შემდეგ მაყურებლების წინაშე თავად დღის ცენტრის ბენეფიციარები ქორეოგრაფიული და ვოკალური ნომრებით წარსდგნენ. 

 

21 მარტს დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ დღის აღნიშვნის მიზანია ისეთი აქტივობებისა და ღონისძიებების წახალისება, რომელიც მიმართულია დაუნის სინდრომის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და ამ სინდრომის მქონე ადამიანების საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობისკენ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები