პოლონეთის ხელისუფლება უკვე ემზადება რუსეთის მხრიდან შესაძლო აგრესიისთვის, – ამის შესახებ უკრაინის ელჩმა პოლონეთში ანდრეი დეშიცამ აცხადა.
“არსებობს საშიშროება, რომ რუსეთი შესაძლოა, თავს დაესხას პოლონეთს. პოლონეთის მთავრობა ამისთვის ემზადება”, – განაცხადა ელჩმა.
დიპლომატის თქმით, ქვეყანაში მიიღეს კანონი თავდაცვის შესახებ, რომელიც აძლიერებს პოლონეთის შეიარაღებულ ძალებს.
“თუმცა, პოლონეთის მთავრობას ესმის, რომ სჯობს უკრაინას დაეხმაროს და არ დაუშვას რუსული ჯარების მიახლოება პოლონეთთან საზღვრებთან“, – აღნიშნა ელჩმა.
მისი თქმით, რუსეთი ავრცელებს დეზინფორმაციას და პროპაგანდას, თითქოს პოლონეთს დასავლეთ უკრაინის წაღება სურს, თუმცა ამას არაფერი აქვს საერთო რეალობასთან.
“რეალობა ისაა, რომ პოლონელები ეხმარებიან უკრაინას, მათ, ვინც პოლონეთში ჩავიდა. ეს არის უპრეცედენტო დახმარება ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში“, – აღნიშნა დიპლომატმა.