spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მეუფე გრიგოლი – სულსწრაფობა, სულმოკლეობა, შინაგანი სისუსტე და დაუჯერებლობა – ადამიანი აქ აგებს

ისეო ქრისტე მოვლენილია ჩვენთვის, ჩვენს წინამძღვრად დაადგინა მამა ღმერთმა, რათა ამ ჭაობიდან გამოგვიყვანოს, რომელშიც ვიმყოფებით. იესო ქრისტე დამდაბლდა, რათა ჩვენ აგვამაღლოს, – ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა ქადაგებისას განაცხადა.

მისივე თქმით, ადამიანი აგებს მაშინ, როდესაც სულმოკლეობას და სულსწრაფობას იჩენს.

“ჩვენი წინამძღვარი არის იესო ქრისტე, რომელიც განკაცდა, დამდაბლდა, რათა ჩვენ აგვამაღლოს. როგორც პირველ ადამში ადამიანი ეცემა, მეორე ადამში იესო ქრისტეში ადამიანი მაღლდება.

ისეო ქრისტე მოვლენილია ჩვენთვის, ჩვენს წინამძღვრად დაადგინა მამა ღმერთმა, რათა ამ ჭაობიდან გამოგვიყვანოს, რომელშიც ვიმყოფებით, იმ ცოდვის ტყვეობიდან გაგვათავისუფლოს, რომელშიც ვიმყოფებით.

უკანასკნელი სისხლიანი მსხვერპლი სწორედ იესო ქრისტეა. მისი სისხლით ვართ ჩვენ განწმენდილი, მისი სისხლით ვართ ჩვენ გამოსყიდული  და მას შემდეგ, რასაც ქრისტეს  ეკლესია აღასრულებს მსახურებას, ეს არის უსისხლო მსხვერპლშეწირვა.

“მსხვერპლი ღვთისა არს სული შემუსვრილი, გული შემუსვრილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხყოს” – აი, ამის რეალური განხორციელება არის ქრისტიანული ღვთის მსახურება.

იესო ქრისტეს სიტყვებია – “ნუ გეშინია, ნუ გეშინია, მე შენთან ვარ” – მაგრამ შენ გჯერა, რომ ის შენთან არის? აი, სად იჩენს ხოლმე თავს პრობლემა. სულსწრაფობა, სულმოკლეობა, შინაგანი სისუსტე და დაუჯერებლობა – ადამიანი აქ აგებს”, – განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები