spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მიხეილ სააკაშვილი – “ნაციონალური მოძრაობა” დგას თანავარსკვლავედზე, რომელიც ყოველდღიურად ძლიერდება

როდესაც ჩვენ მხარს ვუჭერთ გაერთიანებას, ვგულისხმობთ პირველ რიგში ქვეყნისათვის თავდადებით გამორჩეული პიროვნებების ერთად დგომას, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წერს.

“მას შემდეგ, რაც წლების მანძილზე უშედეგოდ გრძელდება “ქართული ოცნების” ბრძოლა “ნაციონალურ მოძრაობასთან” მის გასანადგურებლად, ივანიშვილმა გადაწყვიტა მისი აკრძალვა, არცერთი გამოწვევა არ უნდა დარჩეს უპასუხოდ.

“ნაციონალური მოძრაობა” არ არის ცალკეული პიროვნებები, ეს არის თანამედროვე, ძლიერი, დემოკრატიული სახელმწიფოს შექმნის იდეა, რომელსაც უხდება დაპირისპირება შუა საუკუნეების ჭორვილურ დიქტატურასთან, ეს არ არის თანაზომიერი ძალების შეჭიდება.

“ნაციონალური მოძრაობა” დგას თანავარსკვლავედზე, რომელიც ყოველდღიურად ძლიერდება, მივესალმები კობა ნაყოფიას გააქტიურებას, რისი შედეგიც უკვე შეიმჩნევა და რისგანაც ბევრს ველოდები. როდესაც ჩვენ მხარს ვუჭერთ გაერთიანებას, ვგულისხმობთ პირველ რიგში ქვეყნისათვის თავდადებით გამორჩეული პიროვნებების ერთად დგომას. მივესალმები ხატია დეკანოიძის ძალისხმევას შემოიტანოს ახალი სულისკვეთება მოძრაობაში მისი წარსული საქმიანობიდან და წარმატებული გამოცდილებიდან გამომდინარე.

ვპასუხობ ზოგიერთ კომენტატორს, რომელსაც აწუხებს პარტიის მართვაში გაჩენილი “გაორება,” ლიდერთა პარტიას ჰყავს არჩეული თავმჯდომარე, ლიდერი ლიდერთა შორის, თინა ბოკუჩავა, რომელიც სარგებლობს საზოგადოების დიდი ნაწილის, მათ შორის ჩემი მხარდაჭერით.

პარტიის ყველა ლიდერს აერთიანებს საერთო მიზანი – გადაარჩინოს უფსკრულის პირას მდგომი ჩვენი მრავალსაუკუნოვანი სახელმწიფოებრიობა. მჯერა, რომ არჩევნებამდე დარჩენილ დროში, არცერთი მათგანი არ დაიშურებს ძალას. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას ერთიანობით გამარჯვებისკენ!” – წერს სააკაშვილი.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები