spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

დიმიტრი პესკოვი – თუ ჩვენი ქვეყნის არსებობას საფრთხე დაემუქრება, ბირთვული იარაღის გამოყენება შესაძლებელია

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ რუსეთი ბირთვულ იარაღს მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიყენებს, თუ მის არსებობას საფრთხე დაემუქრება.

 

“ჩვენ გვაქვს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია, რომელშიც გაწერილია ბირთვული იარაღის გამოყენების საფუძვლები. კონცეფციის თანახმად, თუ ჩვენი ქვეყნის არსებობას საფრთხე დაემუქრება, ბირთვული იარაღის გამოყენება შესაძლებელია“, – განაცხადა პესკოვმა.

 

ვლადიმერ პუტინმა რუსეთის ბირთვული ძალების მზადყოფნაში მოყვანის შესახებ ბრძანება გასულ თვეში გასცა. ბრძანების შესაბამისად, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 28 თებერვალს განაცხადა, რომ მისი ბირთვული სარაკეტო ძალები და ჩრდილოეთ და წყნარი ოკეანის ფლოტი გაძლიერებული რეჟიმზე გადავიდა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები