spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ანჯეი დუდა – ნატო-ს სამიტზე განსაკუთრებული ყურადღება უკრაინასა და საქართველოში არსებულ ვითარებას უნდა დაეთმოს

ნატო-ს სამიტზე განსაკუთრებული ყურადღება უკრაინასა და საქართველოში არსებულ ვითარებას უნდა დაეთმოს, – ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ ბუქარესტში, რუმინეთის პრეზიდენტთან კლაუს იოჰანისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

პოლონეთის პრეზიდენტის თქმით, უკრაინისა და საქართველოსთვის უსაფრთხოების საკითხს ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს, რის გამოც ნატო-უკრაინის და ნატო-საქართველოს კომიტეტების სხდომები უნდა ჩატარდეს.

 

მისივე თქმით, რუმინეთთან ერთად, ხაზს გაუსვამენ უკრაინის, მოლდოვის და საქართველოს ევროპულ პერსპექტივას.

 

“ეს უნდა იყოს ის ქვეყნები, რომლებმაც უახლოეს მომავალში, ფაქტობრივად, მომდევნო რამდენიმე კვირაში უნდა მიიღონ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. მათთვის დახმარება უნდა იყოს უზრუნველყოფილი, რაც განსაკუთრებით საჭირო იქნება უკრაინისთვის, რომელიც ომის შემდეგ აღდგენისთვის დასჭირდება“, – განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა.

 

თავის მხრივ, რუმინეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუმინეთი და პოლონეთი მხარს უჭერენ უკრაინის, მოლდოვის და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები