ბორჯომში, აღმაშენებლის ქუჩაზე დეკორატიული მოაჯირების მოწყობის სამუშაოებზე ელექტრონული ტენდერი გამოცხადდა.
სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან 232 841 ლარით დაფინანსდება.
მოაჯირების მოწყობის შემდეგ დაგეგმილია სამღებრო სამუშაოები.
როგორც მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, ბორჯომის მერიის მიზანია ქალაქის იერსახის მოწესრიგება და ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფა.