spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ირაკლი ალადაშვილი – ამ ეტაპზე არ მგონია, პოლონეთზე თავდასხმა გაბედოს რუსეთმა, ეს უკვე მესამე მსოფლიო ომის დასაწყისი იქნება

საელჩოში დოკუმენტების განადგურება ომის დაწყების ერთ-ერთი ნიშანია, მაგრამ გამორიცხული არაა, რომ ეს დაშინების მიზნიდაც გაეკეთებინათ. ამ ეტაპზე,  არ მგონია, რომ პოლონეთზე თავდასხმა გაბედოს რუსეთმა, –  ამის შესახებ Front News-ს  სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალ „არსენალის“ მთავარმა  რედაქტორმა  ირაკლი ალადაშვილმა პოლონეთში  რუსეთის საელჩოდან კვამლის ამოსვლის შესახებ გავრცელებული ცნობის კომენტირებისას განუცხადა.

 

მისივე განმარტებით, ომის წინ საელჩოებში დოკუმენტების განადგურება მსოფლიოში დამკვიდრებულ პრაქტიკას წარმოადგენს. 

“ომის დაწყების წინ საელჩოებში დოკუმენტების განადგურება დამკვიდრებული პრაქტიკაა მსოფლიოში. იმ ქვეყანის საელჩო, რომელმაც იცის, შეიძლება ომი დაიწყოს,  როგორც წესი, ანადგურებს დოკუმენტებს. საელჩოში ყოველთვისაა, მეტ-ნაკლებად საიდუმლოს შემცველი დოკუმენტები, მათ შორის ზესაიდუმლოც. არსებობს შიში, რომ ამ ორ ქვეყანას შორის ომის დაწყების შემთხვევაში,  საელჩოში ძალით შეიჭრას დაპირისპირებული ქვეყნის სპეცსამსახურები და ეს  დოკუმენტები  ხელში ჩაიგდონ. საერთაშორისო კანონებით, ეს რა თქმა უნდა,  აკრძალულია, დაუშვებელია, თუმცა ომის დროს კანონები დუმან.  ამიტომ დოკუმენტების დაწვა ხდება, სპეციალური ქაღალდის დამჭრელი  აპარატებიც კი არის განთავსებული,  რისი საშუალებითაც სწრაფად ხდება ამ დოკუმენტაციის განადგურება, მაგრამ იქედანაც რომ არ აღადგინონ, შემდეგ ხდება მისი განადგურება დაწვის სახით.

უკრაინაშიც, სანამ თავს დაესხმებოდნენ, რუსეთის ფედერაციის საელჩოს ირგვლივ მცხოვრებლებმა გადაიღეს და დადეს საელჩოდან კვამლის ამოსვლის კადრები, რაც ადასტურებდა, რომ კიევში რუსეთის საელჩო  უკვე დოკუმენტებს წვავდა. იგივე ხდებოდა უკრაინის სხვა ქალაქებში რუსეთის საკონსულოებში. ეს უკვე მიუთითებდა საფრთხის არსებობას, რაც სამწუხაროდ,  გამართლდა“,- განაცხადა ალადაშვილმა

 

მისი თქმით, პოლონეთი როგორც ნატოს წევრი ქვეყანა ნაკლებმოსალოდნელია,  რომ რუსეთის ღია აგრესიის სამიზნე გახდეს. 

“პოლონეთი, ეს ნატოს წევრი ქვეყანაა და რომ რუსეთი პარალელურ რეჟიმში პოლონეთსაც დაესხას თავს, მაშინ მართლაც თვითმკვლელი ყოფილა პუტინი. პოლონეთზე თვდასხმა ეს ნატოზე თავდასხმას ნიშნავს.  ომში ნატოს და ნატოს წევრი ქვეყნების ჩართვა,  ეს მართლა ბირთვულ ომს ნიშნავს“,- განაცხადა ალადაშვილმა. 

მისივე თქმით, გამორიცხული არაა, რომ ეს ნაბიჯი  რუსეთს  დაშინების მიზნით  გადაედგა. 

“ომის მომზადებას თავისი ნიშნები აქვს, – ჯარების გადაყვანა იმ ქვეყნის საზღართან, როგორც წესი,  სამხედრო სწავლების საბაბით. მობილიზაციის გამოცხადება, საველე ჰოსპიტლების გაშლა, მშრალი საკვების, საწვავის მომარაგება, ეს უკვე ნიშანია, რომ რაღაც იწყება, რასაც პოლონეთთან მიმართებით ვერ ვხედავთ.  ერთ-ერთი ნიშანია საელჩოებში დოკუმენტების განადგურება, მაგრამ  გამორიცხული არაა, რომ ეს დაშინების მიზნითაც გაეკეთებინათ. ამ ეტაპზე არ მგონია, რომ პოლონეთზე თავდასხმა გაბედოს რუსეთმა. თუ ეს გაბედა, მაშინ ეს უკვე  მესამე მსოფლიო ომის დასაწყისი იქნება“, – განაცხადა ალადაშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები