spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

დიმიტრი პესკოვი – რუსეთის თავდაცვის მინისტრს ახლა ბევრი საზრუნავი აქვს

კრემლში რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს გაუჩინარების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამეხმაურნენ.

 

პუტინის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის თქმით, რუსეთის თავდაცვის მინისტრს “ახლა ბევრი საზრუნავი აქვს”.

 

“ახლა მედიასთან აქტივობის დრო არ არის“, – აღნიშნა პესკოვმა.

 

მან ასევე კომენტარი გააკეთა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე შოიგუს გულის პრობლემების შესახებ. პესკოვის თქმით, არ არის საჭირო იმ გამოცემების მოსმენა, რომლებიც ასეთ ინფორმაციას ავრცელებენ.

 

რუსეთის თავდაცვის მინისტრი თითქმის ორი კვირაა საჯარო სივრცეში არ გამოჩენილა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები