ცხადია, მმართველობის ფორმა არის რუსული, იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილმა სხვა არც იცის, თუმცა, უნდა ესმოდეს, რომ ძალა ხალხშია და მიუხედავად იმისა, მას ეს სურს, თუ არ სურს, 26 ოქტომბერს მას ქართველი ხალხი პასუხს გასცემს, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, 26 ოქტომბერს 12-წლიან ძალადობას მოქალაქეები აკრძალავენ.
“ჩემი აზრით, თუ ვინმე ვინმეს აკრძალავს, ეს იქნება ქართველი ხალხი, რომელიც 26 ოქტომბერს აკრძალავს იმ ძალადობას და იმ უსაქმურობას, რომელსაც 12 წელია, ეს ხალხი ჩადის.
ცხადია, ეს ყველაფერი და მმართველობის ფორმა არის რუსული, იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილმა სხვა არც იცის, არც უნახავს და არც აინტერესებს. მას ჰგონია, რომ თუ დაჩაგრავს ადამიანებს, მაშინ ძალაუფლებას შემოიმტკიცებს, თუმცა, უნდა ესმოდეს, რომ ძალა ხალხშია და მიუხედავად იმისა, მას ეს სურს, თუ არ სურს, 26 ოქტომბერს მას ქართველი ხალხი პასუხს გასცემს”, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
“ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს განცხადებით, “საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებისთანავე, დააინიციირებენ სამართლებრივ პროცესს, რომლის შედეგადაც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და ყველა მისი სატელიტი თუ მემკვიდრე პარტია არაკონსტიტუციურად გამოცხადდება”.