spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

დიმიტრი მედვედევი – უკრაინაში ოპერაცია დასახული მიზნების მიღწევამდე გაგრძელდება

სპეცოპერაცია უკრაინაში გეგმის მიხედვით ვითარდება, ის გაგრძელდება დასახული მიზნების მიღწევამდე – ქვეყნის დემილიტარიზაცია და დენაციფიკაციამდე, რის შედეგადაც ის უნდა გახდეს ნეიტრალური, არ გაატაროს ანტირუსული პოლიტიკა და იყოს რუსეთის ნორმალური მეზობელი, – ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა განაცხადა.

 

“სპეცოპერაცია უპირველეს ყოვლისა, იმიტომ დაიწყო, რომ ის მიზნები, რაც რუსეთის სახელმწიფომ თავისთვის დაუსახა, დიპლომატიური გზით ვერ იქნა მიღწეული. ამის შესახებ პრეზიდენტმა სპეცოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა. ოპერაციის მიმდინარეობას, მისი განხორციელების გეგმებს ადგენს უმაღლესი მთავარსარდალი. კონსტიტუციის მიხედვით, ეს არის პრეზიდენტი. პრეზიდენტმა თავისი შეფასებები გააკეთა. ოპერაცია გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. ეს გეგმა მოამზადა და დაამტკიცა უმაღლესმა მთავარსარდალმა.

 

ნათელია, რომ ოპერაცია გაგრძელდება იმ მიზნების მიღწევამდე, რაც დასახული იყო ქვეყნის პრეზიდენტის მიერ. ეს მიზნები ეხება უკრაინის მომავალს; უკრაინის, როგორც ნეიტრალური სახელმწიფოს სტატუსს, სახელმწიფოს, რომელიც არ ატარებს ანტირუსულ პოლიტიკას, სახელმწიფო, რომელიც არ არის მილიტარიზებული და სახელმწიფო, რომელიც უნდა იყოს ჩვენი ნორმალური მეზობელი, ამიტომ, ვიდრე უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის თაობაზე შედეგები არ მიიღწევა, ოპერაცია უნდა გაგრძელდეს – როგორც ეს იყო ჩაფიქრებული ქვეყნის პრეზიდენტის მიერ“, – განაცხადა დიმიტრი მედვედევმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები