“დემოკრატიული პარტიის” კონგრესის ფარგლებში, ვიმყოფებოდი ლიდერ ქალთა ფორუმზე, სადაც წარმოდგენილი იყვნენ ქალი ლიდერები ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ისევე როგორც, მსოფლიოს სხვა ქვეყნებიდან, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ და “ერთიანობის” ლიდერმა თინა ბოკუჩავამ ამერიკაში ვიზიტისას განაცხადა.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ქალების როლის გაზრდა როგორც პოლიტიკაში, ისე ეკონომიკაში.
“დემოკრატიული პარტიის” კონგრესის ფარგლებში, ვიმყოფებოდი ლიდერ ქალთა ფორუმზე, სადაც წარმოდგენილი იყვნენ ქალი ლიდერები ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ისევე როგორც, მსოფლიოს სხვა ქვეყნებიდან.
ქალთა გაძლიერება პოლიტიკაში, ისევე როგორც ეკონომიკაში, არის უმნიშვნელოვანესი საკითხი. ეს არის ჩემი პრიორიტეტი.
მნიშვნელოვანი იყო ამ ღონისძიებაზე დასწრება, სადაც მაქვს შესაძლებლობა, გავუზიარო და გამიზიარონ საერთაშორისო საუკეთესო გამოცდილება ქალების როლის გაძლიერებისთვის”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა “ერთიანობის” ლიდერთან გიორგი ვაშაძესთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით 19-22 აგვისტოს აშშ-ში, ჩიკაგოში, დემოკრატიული პარტიის კონგრესზე იმყოფება.