spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

შს მინისტრმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროს ლელა ჯანაშვილთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. შეხვედრას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე ოთარ ჩახუნაშვილი დაესწრნენ. 

 

ვახტანგ გომელაურმა ლელა ჯანაშვილს თანამდებობაზე არჩევა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

 

შეხვედრაზე ხაზი გაესვა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის როლს საგამოძიებო მოქმედებების მონიტორინგის მიმართულებით და უწყებებს შორის კოორდინაციის მექანიზმების მნიშვნელობას.

 

ვახტანგ გომელაურმა შეხვედრის ბოლოს იმედი გამოთქვა, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის არსებული თანამშრომლობა კიდევ უფრო განმტკიცდება.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები