spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

სალომე ზურაბიშვილი – ეს როგორც ჩანს, “ოცნების” მიერ გაგებული ოკუპანტებთან სამომავლო ურთიერთობების დალაგების ხედვაა

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი “ქართული ოცნების” დეპუტატის ბექა ოდიშარიას განცხადებას ეხმაურება.

“სამარცხვინო განცხადება ბექა ოდიშარიასი ოკუპირებულ აფხაზეთში დაკავებული ჩვენი მოქალაქეების შესახებ!

საერთოდ უდანაშაულობის პრეზუმფცია არ იცოდე რას გულისხმობს და უარესი კიდევ ე.წ. სამართალდამცველების ბრალდებებს უაპელაციოდ იზიარებდე …

ეს როგორც ჩანს, “ოცნების” მიერ გაგებული ოკუპანტებთან სამომავლო ურთიერთობების დალაგების ხედვაა … რისთვისაც თურმე საკონსტიტუციო უმრავლესობა სჭირდებათ!” – წერს ზურაბიშვილი.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საქართველოს 2 მოქალაქე უკანონო მიგრაციის ორგანიზების ე.წ. ბრალდებით დააკავა.

ბექა ოდიშარიას აზრით, ამ ადამიანებმა “ხელი შეუწყვეს, რომ დაეკავებინათ”.

“ამ შემთხვევაში, თუ ადამიანი დაკავებული იყო ფულის აღებ-მიცემობით იმისთვის, რომ ადამიანებს გადაეკვეთათ ეს ხელოვნური ადმინისტრაციული საოკუპაციო საზღვარი, ბუნებრივია, ამ ადამიანსაც, სამწუხაროდ, ხელი შეუწყვია იმისთვის, რომ ის დაეკავებინათ. თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, მან უნდა აგოს პასუხი არა აფხაზეთის მარიონეტული ხელისუფლების წინაშე, ან რუსული საოკუპაციო ჯარის წინაშე, არამედ ის უნდა დაუყოვნებლივ გადმოცემული იყოს საქართველოსთვის, საქართველოს ლეგიტიმური ხელისუფლებისთვის, რომელიც, ვფიქრობ, გაერკვევა საკითხში”, – განაცხადა ოდიშარიამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები