უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 16 400 ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02-დან 26.03-მდე:
ტანკები – 575, ჯავშანტექნიკა – 1 640, საარტილერიო სისტემები – 293, მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 91, საჰაერო თავდაცვის სისტემები – 51, თვითმფრინავი – 117, ვერტმფრენები – 127, საავტომობილო ტექნიკა – 1 131, მსუბუქი ჩქაროსნული ნავი – 7, ავზები საწვავით და საპოხი მასალებით – 73, ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 56, სპეციალური ტექნიკა – 19.
როგორც უკრაინის გენშტაბში აცხადებენ, უფრო ზუსტი მონაცემების აღრიცხვას მიმდინარე აქტიური საბრძოლო მოქმედებები ართულებს.
<iframe src=”https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2FMinistryofDefence.UA%2Fposts%2F283299610649165&show_text=true&width=500″ width=”500″ height=”706″ style=”border:none;overflow:hidden” scrolling=”no” frameborder=”0″ allowfullscreen=”true” allow=”autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share”></iframe>