spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიორგი დიასამიძე – პროტესტის ნიშნად, პირი ამოიკერა Evolution Georgia-ს თანამშრომელმა, ფსიქოლოგიურად მძიმე მდგომარეობა აქვს

პროტესტის ნიშნად, პირი ამოიკერა Evolution Georgia-ს თანამშრომელმა. ფსიქოლოგიურად მძიმე მდგომარეობა აქვს. მისი ერთადერთი მოთხოვნაა, მშობლებმა არ გაიგონ ამის შესახებ, – ამის შესახებ Front News-თან პროფკავშირ “ლაბორის” თავმჯდომარემ გიორგი დიასამიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, პროტესტის მე-40 და შიმშილობის მე-9 დღეა და კომპანიის მხრიდან მოშიმშილეების მოთხოვნები ჯერაც არ დაკმაყოფილებულა.

“გუშინ, დაახლოებით 5 საათისკენ პროტესტის ნიშნად, პირი ამოიკერა “Evolution Georgia-ს” თანამშრომელმა. გაფიცვის მე-40 დღე და შიმშილობის მე-9 დღეა. “ევოლუშენმა” თავისი მენეჯერების მეშვეობით გაავრცელა ცრუ ინფორმაცია შიდა ” ჩატებში”  დასაქმებულებთან, რომ ვითომ, ეს ადამიანები არ შიმშილობენ. პირის ამოკერვის ერთ-ერთი განმაპირობებელი ეს ფაქტიც იყო.

მისი მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა ფსიქოლოგიურად მძიმე მდგომარეობა აქვს. ჩვენ ვეცადეთ, რომ გადაეფიქრებინა პირის ამოკერვა, მაგრამ ახლა ერთადერთი მოთხოვნა რაცაა მისი, მშობლებმა არ უნდა, რომ გაიგოს ამის შესახებ.

ამის მიუხედავად, “ევოლუშენიდან” კავშირზე არავინ გამოსულა, უბრალოდ, გაავრცელეს განცხადება, რომ არ მიიყენოს თვითდაზიანება არავინ”, – განაცხადა გიორგი დიასამიძემ.

აზარტული თამაშების წარმდგენ კომპანია “ევოლუშენ ჯორჯიას” თანამშრომლების მთავარი მოთხოვნა უცვლელია – ისინი ღირსეულ სამუშაო პირობებსა და ანაზღაურებას ითხოვენ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები