spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლევან ცუცქირიძე – ამ კანონს დიდი ხანი არ უწერია ცხოვრება, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი მისი გაუქმება იქნება

მას შემდეგ, რაც ჩვენ ოქტომბერში შევცვლით ხელისუფლებას, ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი და პირველი გადაწყვეტილება, რომელსაც მივიღებთ, ეს იქნება რუსული კანონის და მასთან დაკავშირებული სხვა რუსული კანონმდებლობის ქვეყანაში გაუქმება, – ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს”  წევრმა ლევან ცუცქირიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, “ქართული ოცნება” ქვეყანაში დემოკრატიას კლავს.

“ნაცვლად იმისა, რომ “ქართული ოცნება” ცდილობდეს ქვეყანა დაუახლოვდეს ევროკავშირს, ცდილობდეს ქვეყანაში გააღრმაოს და განავითაროს დემოკრატია, რაც მათი დიდი დაპირება იყო, როდესაც ხელისუფლებაში მოდიოდნენ, ახლა ისინი ცდილობენ რუსული კანონებით მოკლან საქართველოში დემოკრატია, გაანადგურონ თავისუფალი სიტყვა და გააუქმონ სამოქალაქო საზოგადოება. მინდა ვთქვა, რომ ამ კანონს დიდი ხანი არ უწერია ცხოვრება. მას შემდეგ, რაც ჩვენ ოქტომბერში შევცვლით ხელისუფლებას, ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი და პირველი გადაწყვეტილება, რომელსაც მივიღებთ, ეს იქნება რუსული კანონის და მასთან დაკავშირებული სხვა რუსული კანონმდებლობის ქვეყანაში გაუქმება”, – განაცხადა ცუცქირიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები