ბორჯომში, ერეკლეს ქუჩაზე N 3-ში, საყრდენი კედლის რეაბილიტაცია დასრულდა.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის თანახმად, არსებული გზის დამცავი კედლის დემონტაჟი განხორციელდა და ახალი 34-მეტრიანი რკინა-ბეტონის კედელი მოეწყო. ასევე, მოეწყო “პლატოზე” ასასვლელი კიბეები და ბილიკი.
სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა.