უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 17 000 ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02-დან 28.03-მდე:
ტანკები – 586, ჯავშანტექნიკა – 1 694, საარტილერიო სისტემები – 302, მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 95, საჰაერო თავდაცვის სისტემები – 54, თვითმფრინავი – 123, ვერტმფრენები – 127, საავტომობილო ტექნიკა – 1 150, მსუბუქი ჩქაროსნული ნავი – 7, ავზები საწვავით და საპოხი მასალებით – 73, ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 66, სპეციალური ტექნიკა – 21.
როგორც უკრაინის გენშტაბში აცხადებენ, უფრო ზუსტი მონაცემების აღრიცხვას მიმდინარე აქტიური საბრძოლო მოქმედებები ართულებს.