83 წლის ასაკში აზერბაიჯანის პირველი პრეზიდენტი აიაზ მიუტალიბოვი გარდაიცვალა.
აზერბაიჯანული მედიის ცნობით, პირველ პრეზიდენტს ღირსების ხეივანში დაკრძალავენ.
მიუტალიბოვი აზერბაიჯანის პრეზიდენტი 1990 წლის 19 მაისიდან 1992 6 მარტამდე იყო.
1992 წელს, ყარაბახში კონფლიქტის ფონზე მიუტალიბოვი გადადგა. 2 თვის შემდეგ ხელისუფლებაში დაბრუნება სცადა, მაგრამ დამხობის საშიშროების გამო რუსეთში გაიქცა და აზერბაიჯანში დაბრუნება მხოლოდ 2011 წელს შეძლო.