spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

პარლამენტში “საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანულ კანონში შესატანი ცვლილების განხილვა დაიწყო

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, დაჩქარებული წესით, პირველი მოსმენისთვის განიხილა „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანულ კანონში შესატანი ცვლილება, რომელიც კონსტიტუციური ორგანოების უფლებამოსილებებს შორის დავის საკითხს შეეხება. 

 

პროექტის თანახმად, შესაბამისი ორგანოს უფლებამოსილების შესახებ კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვს სხვა კონსტიტუციურ ორგანოს, თუ ის მიიჩნევს, რომ მიღებულმა/გამოცემულმა სამართლებრივმა აქტმა ან განხორციელებულმა მოქმედებამ ან უმოქმედობა სრულად ან ნაწილობრივ ხელყო მისი კონსტიტუციური უფლებამოსილება.კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვს საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტს, საქართველოს მთავრობას, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, გენერალურ პროკურორს, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს, გენერალურ აუდიტორს, საქართველოს სახალხო დამცველს, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს წარმომადგენლობით ან აღმასრულებელ ორგანოს.

 

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარია, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, წარმოდგენილი ინიციატივის მიზანია კონკრეტული საკითხი, რომელიც უკავშირდება კონსტიტუციური ორგანოების უფლებამოსილებებს შორის დავის საკითხს, რაც კონსტიტუციამ განსაზღვრა და სრულად არ არის ასახული „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში მოწესრიგდეს საქართველოს კონსტიტუციის სულისკვეთებიდან  და დანაწესიდან გამომდინარე.

 

„კანონის მოქმედი რედაქცია გვეუბნება, რომ აუცილებლად ნორმატიული აქტი უნდა იყოს დარღვეული, რომ დავა  განხილული იყოს საკონსტიტუციო სასამართლოში და პრობლემადაა დატოვებული საკითხი,  რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ დავა არსებობს კონკრეტულ ორგანოებს შორის უფლებამოსილებებთან დაკავშირებით. სწორედ ამ პრობლემის პროცედურულ მოწესრიგებას ემსახურება ჩვენ მიერ წარმოდგენილი ინიციატივა“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

 

მისი თქმით, შემოთავაზებული ცვლილების მიღება კიდევ უფრო მეტად  შეუწყობს ხელს საკონსტიტუციო მართლმსაჯულების გამდიდრებას, კომპეტენციებთან დაკავშირებით სიცხადეს შეიტანს მთელ რიგ საკითხებთან მიმართებაში და ის არ იქნება  რაიმე ტიპის დასჯის მექანიზმი.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები