spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ეუთო-ს თავმჯდომარე ზბიგნევ რაუ საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვევა

ეუთო-ს თავმჯდომარე, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ზბიგნევ რაუ 29 მარტიდან პირველ აპრილამდე საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვევა.

 

ეუთო-ს ინფორმაციით, საქართველოში ვიზიტისას ზბიგნევ რაუ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, ვიცე-პრემიერსა და საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანს და ასევე პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს გია ვოლსკის შეხვდება.

 

რაც შეეხება აზერბაიჯანში ვიზიტს, ეუთო-ს თავმჯდომარე იქ პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან და საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვთან გეგმავს შეხვედრას. სომხეთში ზბიგნევ რაუ პრეზიდენტ ვაჰაგნ ხაჩატურიანს, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოაინს შეხვდება.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები