ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ ბორჯომის ცენტრალურ (ისტორიულ) პარკში 8 სავაჭრო წიგნის ფორმის ჯიხურის შესყიდვაზე ელექტრონული ტენდერი გამოცხადა. ჯამში ახალი დიზაინის ჯიხურების შესაძენად ადგილობრივ ბიუჯეტში 41 000 ლარია გათვალისწინებული. ორიგინალური დიზაინის ჯიხურები ბორჯომის ცენტრალური პარკისთვის შექმნება.
მოვაჭრეები ჯიხურში ვაჭრობის უფლებას აუქციონში მონაწილეობის გზით მოიპოვებენ.
“პარკში გარევაჭრობის დარეგულირების მიზნით გარკვეული ლოკაციები შეირჩა, სადაც ახალი დიზაინის ჯიხურები განთავსდება. გარევაჭრობის დარეგულირება მიზნად ისახავს ბორჯომის მოსახლეობის და მუნიციპალიტეტის ვიზიტორების ინტერესების გათვალისწინებას, ასევე, ბუნებრივია, ისტორიული პარკის იერსახის შენარჩუნებას, პარალელურად, ითვალისწინებს გარე მოვაჭრეთა სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და სანიტარულ-ჰიგიენური პირობების უზრუნველყოფას”, – განაცხადა ოთარ არბოლიშვილმა.