ე.წ. სამხრეთ ოსეთის ჯარისკაცებმა უკრაინის ტერიტორიაზე ბრძოლაზე უარი განაცხადეს, 300-მდე ადამიანი უკვე დაბრუნდა სახლში, მიზეზი რუსული სარდლობის მხრიდან სამხედრო ოპერაციების წარმართვის წესი გახდა, – ამის შესახებ გამოცემა „მედიაზონა“ წერს.
გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის სამხედროების ნაწილი სახლებში დამოუკიდებლად უკვე დაბრუნდა. ინფორმაციას ყოფილი “პრეზიდენტი” ედუარდ კოკოითიც ადასტურებს.
“მედიაზონას“ წყაროს ცნობით, ვითარება დაიძაბა მათ შორის იმის გამო, რომ რუსეთის სარდლობამ მათ ბრძოლის ველიდან მიცვალებულთა ცხედრების გატანის საშუალება არ მისცა.
ადრე ბრიტანულმა დაზვერვამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთმა უკრაინაში სამხედროები საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან გაიყვანა, საუბარია დაახლოებით 2 000 სამხედროზე.