უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 17 700 ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02-დან 01.04-მდე:
ტანკები – 625, ჯავშანტექნიკა – 1 751, საარტილერიო სისტემები – 316, მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 96, საჰაერო თავდაცვის სისტემები – 54, თვითმფრინავი – 143, ვერტმფრენები – 131, საავტომობილო ტექნიკა – 1 220, მსუბუქი ჩქაროსნული ნავი – 7, ავზები საწვავით და საპოხი მასალებით – 76, ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 85, სპეციალური ტექნიკა – 24, გამშვები სისტემა – 4.
როგორც უკრაინის გენშტაბში აცხადებენ, უფრო ზუსტი მონაცემების აღრიცხვას მიმდინარე აქტიური საბრძოლო მოქმედებები ართულებს.